რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გაუგზავნა სიგნალები შეერთებულ შტატებს მისი მზადყოფნის შესახებ განიხილოს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობა. თუმცა მისი წინადადება უარყო ვაშინგტონმა ორივე მხარის შუამავლებს შორის კონტაქტების შემდეგ. ამის შესახებ Reuters სამ რუსულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
წყაროების თქმით, კრემლმა შესთავაზა სამხედრო ოპერაციების გაყინვა ამჟამინდელი შეხების ხაზებზე, მის მიერ დაკავებული ტერიტორიების დათმობის გარეშე.
პუტინმა მსგავსი წინადადება აშშ-ს 2023 წელს შუამავლების მეშვეობით შესთავაზა, მათ შორის იყვნენ რუსეთის არაბი პარტნიორები ახლო აღმოსავლეთში.
„ამერიკელებთან კონტაქტმა შედეგი არ მოიტანა“, - განუცხადა სააგენტოს წყარომ. სხვა რუსული წყაროს თქმით, ამერიკელებმა რუსულ მხარეს შუამავლების საშუალებით აცნობეს, რომ უკრაინის მონაწილეობის გარეშე ცეცხლის შესაძლო შეწყვეტას არ განიხილავდნენ. მესამე წყარომ თქვა, რომ "ამერიკელებთან ყველაფერი ჩაიშალა ", რადგან შეერთებულ შტატებს არ სურდა ზეწოლა უკრაინაზე.
ამასთან, ამერიკელი მაღალჩინოსნები, რომლებიც „როიტერის“ ცნობით, ანონიმურობის დაცვით საუბრობენ გამოცემასთან, უარყოფენ მსგავსი სახის კონტაქტს და აღნიშნავენ,რომ ვაშინგტონი არ ჩაერთვება ისეთ მოლაპარაკებებში, სადაც უკრაინა არ მიიღებს მონაწილეობას.