შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჩავიდა საუდის არაბეთში, საიდანაც დაიწყო ახლო აღმოსავლეთის ტურნე.
სახელმწიფო მდივნის მოგზაურობის ყურადღების ცენტრშია არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ისრაელს შორის ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ მოლაპარაკებების ხელშეწყობა. ასევე, საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, ღაზას მართვის საკითხზე დიალოგში პროგრესის მიღწევა.
ენტონი ბლინკენი ახლოს აღმოსავლეთის რეგიონში მეხუთედ ჩადის, 7 ოქტომბერს ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმის შემდეგ.
ამასთან, სახელმწიფო მდივნის ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ვიზიტის ფონია, აშშ-ის საპასუხო ავიაიერიშები ირანის მიერ მხარდაჭერილ ძალებზე სირიაში, ერაყსა და იემენში.
კვირის განმავლობაში ენტონი ბლინკენი ეწვევა ეგვიპტეს, კატარსა და ისრაელს, რათა ხელი შეუწყოს ჰამასის მიერ ისრაელიდან გატაცებული მძევლების გათავისუფლებას. მძევლების გათავისუფლების თაობაზე მოლაპარაკებები ეგვიპტისა და კატარის შუამავლობით მიმდინარეობს.
ბლინკენი ასევე განიხილავს ზავის იდეას, რომელიც იანვარში გაჟღერდა პარიზში, აშშ-ის, ისრაელის, ეგვიპტისა და კატარის მაღალჩინოსნების შეხვედრაზე.
რიადში ბლინკენი ხვდება მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანს, ასევე საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს პრინც ფაისალ ბინ ფარჰან ალ საუდს.
ღაზაში ომის დაწყებამდე საუდის არაბეთი განიხილავდა ისრაელთან ოფიციალური ურთიერთობების დამყარებას.