ფარისეველი ივანიშვილი, რომელსაც კერპთაყვანისმცემლური მიდრეკილებები აქვს, ჩვენი სარწმუნოების სახელით ცდილობს, დააპირისპიროს ადამიანები და გააღვივოს შუღლი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი თქმით, ენმ მმართველი პარტიის ინიციატივას საკანონმდებლო ცვლილებების შეახებ, გამკაცრდეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის, მხარს არ დაუჭერს.
ვხედავთ, რომ ფარისეველი ივანიშვილი, რომელსაც კერპთაყვანისმცემლური მიდრეკილებები აქვს, ჩვენი სარწმუნოების სახელით ცდილობს, დააპირისპიროს ადამიანები და გააღვივოს შუღლი. ეს ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. ივანიშვილის მოშეს ხელით წარმოებულ კამპანიაში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ"- განაცხადა ბოკუჩავამ.