აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ამ კვირაში ისრაელში ჩავა. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
„ვიზიტისას ბლინკენი განიხილავს ისრაელის უფლებას, დაიცვას თავი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად, ასევე მცდელობებს დარჩენილი მძევლების გათავისუფლების უზრუნველსაყოფად, ღაზაში ისრაელის ოპერაციების დროს მშვიდობიანი მოქალაქეების დასაცავად და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დაჩქარებას“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.
ბლინკენი დასავლეთ სანაპიროსაც ეწვევა. სახელწმიფო დეპარტამენტის განცხადებაში ასევე, ნათქვამია, რომ ბლინკენი განიხილავს მომავალი პალესტინის სახელმწიფოს შექმნის პრინციპებს და კონფლიქტის გაფართოების თავიდან აცილების აუცილებლობას.
7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ეს ენტონი ბლინკენის მესამე ვიზიტი იქნება ისრაელში.