„ძალიან დიდი საფრთხე ემუქრება ანაკლიის პორტს, რადგან რუსული დროშა უფრო და უფრო ახლოს გამოჩნდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ანაკლიის აკვატორიასთან და ეს იქნება კიდევ ერთი სიგნალი ინვესტორებისთვის, რომ თავი შეიკავონ ანაკლიის პორტის მშენებლობაში მონაწილოებისაგან, - ამის შესახებ განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავდაცვის მიმართულების მდივანმა, ზაზა გოგავამ.
მისი თქმით, აღნიშნული საკითხი მუდმივად განხილვის თემა უნდა იყოს, თუმცა ამის ნაცვლად ხელისუფლების მხრიდან სრული სიჩუმეა.
„არაერთხელ განუცხადებია ჩვენს ხელისუფლებას „ომი გინდათ?“ ეს არის ზუსტად ის საფრთხე, მეორე ფრონტის გახსნა, ესე შემოდის მცოცავი ოკუპაცია. ყველა დონეზე ეს საკითხი არ უნდა ჩამოდიოდეს ტრიბუნებიდან, მაგრამ ჩვენ ვხედავთ საპირისპიროს, სრულ სიჩუმეს, გაუგებარ განცხადებებს. ძალიან დიდი საფრთხე ემუქრება ანაკლიის პორტს, რადგან რუსული დროშა უფრო და უფრო ახლოს გამოჩნდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ანაკლიის აკვატორიასთან და ეს იქნება კიდევ ერთი სიგნალი, რომ ყველა ინვესტორი, ვინც უყურებს და ლუპით აკვირდება ამ ისტორიას ანაკლიის პორტის ირგვლივ განვითარების, თავს შეიკავებენ მონაწილეობა მიიღონ ანაკლიის პორტის მშენებლობაში,“ – განაცხადა ზაზა გოგავა
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა, ვადიმ სკიბიცკიმ განაცხდა, რომ რუსეთმა ანექსირებული ყირიმიდან შავი ზღვის ფლოტის გემების ოკუპირებულ ოჩამჩირეში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.