მოძრაობამ "სამართლიანი საქართველოსთვის" იუსტიციის სამინისტროს მიმართა. როგორც მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია განმარტებული, ადამიანთა გარკვეული ჯგუფი `მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" სახელით გეგმავს ჩაატაროს თითქოსდა მოძრაობის `ყრილობა", რაც უკანონოა და ეწინააღმდეგება მოქმედ კანონდებლობას, მოძრაობის წესდების დებულებებს და მთელ რიგ პუნქტებს.
მათი გაცხადების მიხედვით, განცხადება შეტანილი იქნება არაუფლებამოსილი პირის (პირების) მიერ და მოძრაობის ბეჭდის გარეშე. "მოძრაობის წესდების შესაბამისად და გამგეობის გადაწყვეტილებით, მოძრაობის სახელით წერილობითი განცხადებების გაკეთების უფლებამოსილი პირები არიან მოძრაობის გამგეობის თავმჯდომარე ზურაბ ნოღაიდელი და გამგეობის წევრი კობა აბულაძე ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადამიანთა გარკვეული ჯგუფის მიერ მოძრაობის სახელით `განცხადების" შეტანის შემთხვევაში მოვითხოვთ იუსტიციის სამინისტროსგან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ე.წ. განცხადების დატოვება განუხილველად", - აღნიშნულია განცხადებაში.