ისრაელელემა სამხედროებმა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ჯენინში, ალ ანსარის მეჩეთის ტერიტორიაზე მიწისქვეშა ობიექტების წინააღმდეგ „პრევენციული დარტყმა“ განახორციელეს.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, მეჩეთის ქვეშ „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ დაჯგუფება იმყოფებოდა, რომელიც პასუხისმგებელია ბოლო თვეებში განხორციელებული ტერორისტული აქტების ორგანიზებაზე. მათივე განცხადებით, აღნიშნული დანაყოფები ამზადებედნენ მასშტაბურ ტერაქტს უახლოეს პერიოდში.
მანამდე Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯენინზე ავიადარტყმის შედეგად ორი პალესტინელი დაიღუპა. „პალესტინის წითელი ნახევარმთვარის სასწრაფო დახმარების სამსახურმა განაცხადა, რომ დარტყმა განხორციელდა ალ ანსარის მეჩეთთან, ჯენინის ლტოლვილთა ბანაკში, {სადაც მდებარეობს} პალესტინელი მებრძოლების დასაყრდენი“, - დაწერა სააგენტომ.
პალესტინელი ლტოლვილების ბანაკი განთავსებულია ქალაქ ჯენინში ოკუპირებულ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. ის დაარსებულია UNRWA-ს (პალესტინელი ლტოლვილების დახმარების გაეროს ახლო აღმოსავლეთის სააგენტო) მიერ 1953 წელს. მას შემდე ის ტერორისტული დაჯგუფებების „ისლამური ჯიჰადისა“ და „ჰამასის“ დასაყრდენი გახდა.