ის, რაც ხდება, საშინლებაა. ორივე მხარე უნდა ეცადოს, რომ სამოქალაქო მოსახლეობას - ქალებს, ბავშვებს, მოხუცებს შორის მსხვერპლთა რაოდენობა შემცირდეს“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა „ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმის შესახებ საუბრისას.
„თუ კაცებმა გადაწყვიტეს ერთმანეთს ეომონ, დაე ეომონ, ქალებს და ბავშვებს თავი დაანებონ. ეს ეხება ორივე მხარეს“, - თქვა პუტინმა.
მისი თქმით, პალესტინის პრობლემა ყოველი მუსლიმის გულშია და უსამართლობად არის აღქმული.
„თავდაპირველად საუბარი იყო ორი დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო ისრაელისა და პალესტინის შექმნაზე. როგორც ცნობილია, ისრაელი შეიქმნა, პალესტინა კი როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმეწიფო ვერ შეიქმნა“, - განაცხადა პუტინმა.
ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ კონფლიქტის გაფართოებამ შესაძლოა, გამოიწვიოს მძიმე შედეგები, მათ შორის ენერგეტიკის სფეროში.