რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ვითარების ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების პოლიტიკის ჩავარდნაა.
ამის შესახებ პუტინმა ერაყის პრემიერ-მინისტრ მუჰამედ ას-სუდანისთან შეხვედრაზე ისაუბრა.
„ვფიქრობ, ბევრი დამეთანხმება, რომ ეს არის ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების პოლიტიკის ჩავარადნის მკაფიო მაგალითი. აშშ ცდილობდა კონფლიქტის დარეგულირების მონოპოლიზებას, მაგრამ სამწუხაროდ, არ იყო დაკავებული ორივე მხარისთვის მისაღები კომპრომისების მოძიებით, პირიქით, წინ აყენებდა საკუთარ წარმოდგენებს, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ეს ყველაფერი და ზეწოლას ახდენდა ორივე მხარეზე“, - განაცხადა პუტინმა.