საზარელი მკვლელობა რომელიც 21 აპრილს თბილისში მოხდა გახსნილია. გაზაფხულზე ლოტკინზე სამართალდამცავებმა 58 წლის დავით ბარბაქაძის დასახიჩრებული გვამი იპოვეს. დღეს გაირკვა, რომ პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი 26 წლის ახალგაზრდა გიორგი სარსევანიძე დააკავა.
გიორგი სარსევანიძე ყვარელის რაიონში დააკავეს. იგი 2010 წლის 21 აპრილიდან სამართალდამცავებს ემალებოდა. ბრალდებული თავის აღიარებით ჩვენებაში მკვლელობის ვერსიებზე არ საუბრობს, თუმცა ადგილზე და უბანში სადაც შემთხვევა მოხდა ამბობენ, რომ სავარაუდო მიზეზი იყო ის, რომ გიორგი სარსევანიძის მეგობარმა გარდაცვლილთან ერთად ნარკოტიკული საშუალება მოიხმარა. მეგობარი ნარკოტიკის გადაჭარბებული დოზის მიღების გამო გარდაიცვალა. სარსევანიძემ კი მეგობრის გარდაცვალების გამო იძია შური და მოგვიანებით დავით ბარბაქაძე მოკლა.
სარსევანიძე ბარბაქაძეს სასტიკად გაუსწორდა და მას 51 ჭრილობა მიაყენა. სისხლის სამართლის საქმე განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა, რომელიც 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები