სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს მოქალაქეების ეგვიპტეში განხორციელებული ტრეფიკინგის ფაქტზე დააკავეს ზვიად ლაჩაშვილი, რომელსაც 2010 წლის მაისში ისრაელში სამუშაოდ წასვლაში დახმარებისათვის მიმართა ხუთმა პიროვენებამ. ლაჩაშვილი დაპირდა მათ, რომ თურქეთის გავლით გაამგზავრებდა ეგვიპტის ქალაქ კაიროში, საიდანაც არალეგალურად, ფეხით უდაბნოს გავლით გადაიყვანდა ისრაელში, რის სანაცვლოდაც თითოეულ მათგანს მოსთხოვა 3000-3500 აშშ დოლარი.
შეთანხმებისამებრ ამავე წლის ივნისში ბრალდებულმა აღნიშნული პირები და ასევე ისრაელში გამგზავრების მსურველი ლაშა აბრამიშვილი ავტობუსით წაიყვანა ქ.სტამბულში. ჩასსვლისას დააკავშირა რამაზ გელაშვილთან, რომლის დახმარებითაც ისინი მოხვდნენ უდაბნოში ბედუინთან , ვინმე ახმედასთან. თითოეულმა მათგანმა 1000 აშშ დოლარი გამგზავრებამდე გადაუხადა ზვიად ლაჩაშვილს , ხოლო 1500 დოლარი უნდა მიეცათ ახმედასთვის და 500 აშშ დოლარი რამაზ გელაშვილისთვის უკვე ისრაელში ჩასვლის შემდგომ. თუმცა ბედუინმა ისრაელში გადაყვანის სანაცვლოდ ჩამოართვა პასპორტები და სამი თვის განმავლობაში აღუკვეთა თავისუფლება საქართველოს მოქალაქეებს. იარაღის მუქარით გაუწია მათ შრომითი ექპულატაცია, კერძოდ იძულებით, ანაზრაურების გარეშე ამუშავა ისინი საზამთროს ბაღებში.
2010 წლის 10 სექტემბერს ქართველებმა მოახერხეს გაქცევა, რა დროსაც ერთ-ერთ მცველ ბედუინთან ფიზიკური დაპირისპირების შედეგად ლაშა აბრამიშვილმა მოკლა ის ცივი იარაღის გამოყენებით. 2 ოქტომბერს მოხდა ქართველი ტყვეების სამშობლოში დაბრუნება.
ზვიად ლაჩაშვილის მიმართ საქმე აღძრულია საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით.