რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხევდრის შემდეგ განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არ არის დაუბრუნდეს „მარცლეულის შეთანხმებას“, რომელიც მან ივლისში დატოვა.
სოჭში, ერდოღანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე პუტინმა განაცხადა, რომ „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შესაძალებელია კრემლის მოთხოვნების შესრულების შემდეგ. პუტინის თქმით, ეს მათი პრინციპული პოზიციაა.
„ჩვენ მზად ვიქნებით, განვიხილოთ მარცვლეულის შეთანხმების აღდგენის შესაძლებლობა, ამის შესახებ დღეს კიდევ ერთხელ ვუთხარი ბატონ პრეზიდენტს და ჩვენ ამას გავაკეთებთ, როგორც კი შესრულდება ყველა შეთანხმება რუსული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტზე შეზღუდვების მოხსნის შესახებ.
ჩვენ ახლოს ვართ აფრიკის ექვს სახელმწიფოსთან შეთანხმების დასრულებასთან, სადაც ვაპირებთ სურსათის უფასოდ მიწოდებას და თუნდაც უფასო ლოჯისტიკის განხორციელებას ამ ტვირთის მიწოდებისთვის. მოლაპარაკებები თითქმის დასრულებულია, მიწოდება უახლოეს ორ კვირაში დაიწყება. ჩვენ მზად ვართ, ერთად გავაძლიეროთ ინიციატივები, როგორც თურქეთის პრეზიდენტი დაჟინებით მოითხოვს, დავუბრუნდეთ შავი ზღვის ინიციატივას და მივაწოდოთ მარცვლეული უღარიბეს ქვეყნებს თურქეთთან და კატართან ერთად“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.