მალაიზიაში დაკავებული ბაბუცა გორდაძის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
ქართული დელეგაციის წევრები, რომელშიც პროკურატურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები შედიოდნენ, დაკავებულ ქართველ ქალებს შეხვდნენ.
ქართულმა მხარემ მალაიზიელ სამართალდამცავებს ბაბუცა გორდაძის მეუღლის, ელდარ დავითიანის ჩვენებაც გადასცა, რომელშიც ის დანაშაულს საკუთარ თავზე იღებს.
ნარკოტიკების გადაზიდვაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქეები დანაშაულს არ აღიარებენ. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებას გორდაძისა და კოხტაშვილის წინააღმდეგ სამხილი არ აქვს, მთავარი იმ ქიმიური ექსპერტიზის პასუხია, რომელსაც 2011 წლის იანვარში ელოდებიან.
ბაბუცა გორდაძე და დარეჯან კოხტაშვილი მალაიზიაში 24 ოქტომბერს ნარკოტრაფიკის ბრალდებით დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ სიკვდილით დასჯა ემუქრებათ.