მოსკოვის „დომედოვოსა“ და „ვნუკოვოს“ აეროპორტებმა ავიარეისების მიღება და გაგზავნა დროებით შეწყვიტეს, ამის შესახებ რუსული სააგენტო „ტასი“ ავისასამხურებზე დაყრდნობით იუწყება.
რუსuლი ტელეგრამ-არხები წერენ, რომ აერoპორტებში შეფერხება დრონებით თავდასხმის საფრთხეს უკავშირდება.
Flightradar-ის მონაცემებით, „ვნუკოვოდან“ და „დომედედოვოდან“ თვითმფრინავები გადამისამართებულია „შერემეტიევოს“ აეროპორტში.
მანამდე რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ქალაქ კურსკის სარკინიგზო სადგურის შენობას დაეჯახა.
ასევე მოსკოვის მერის განცხადებით, საჰერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის დედაქალაქზე დრონებით თავდასხმა მოიგერიეს.