19 დეკემბერს, 11:00 საათზე საქართველოს მთავარ პროკურატურაში არსებულ იმიტირებულ სასამართლო დარბაზში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართება.
იმიტირებულ სასამართლო პროცესებს სტუდენტების მონაწილეობით საქართველოს პროკურატურა ევროკავშირის პროექტის "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" და "საქართველოს გაეროს ასოციაციის" მხარდაჭერით ახორციელებს.