სამართალდამცველებმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს.
ბათუმში მცხოვრები ზურაბ კელენჯერიძე უაქციზო "მინსკს" ჰყიდდა. მისი საცხოვრებელი სახლიდან სიგარეტის 2 ათასი კოლოფია ამოღებული. საიდაც ხდებოდა მისი საქართველოში შემოტანა ამას გამოძიება ადგენს.
დანაშაული თავისუფლების 4 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.