შს ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 78 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით 21 წლის ახალგაზრდა დააკავეს. დაზარალებულის ახლობლების ინფორმაციით, მეზობლად მცხოვრებმა ბიჭმა, ნასვამ მდგომარეობაში ყოფნისას, მოხუცი შეშით ცემა, რის შემდეგაც გააუპატიურა.
მოხუცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.