საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილისა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ გატარებული ერთობლივი ღონისძიებების შედეგად, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო სააგენტოს თავჯდომარე პაპუნა ხაჩიძე და ამავე უწყების გეოინფორმაციული სამსახურის უფროსი გიორგი ბაღათურია ქრთამის აღებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავეს.
როგორც პროკურორის მოადგილე დავით სიხარულიძემა და საგამოძიებო ნაწილის უფროსმა ზაზა ქაჩიბაიამ განაცხადეს, ეს პირები წლების განმავლობაში ბოროტად იყენებდნენ სამსახურებრივ უფლებამოსილებას, ლობირებას უწევდნენ ფირმებს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებასა და ხე-ტყის მოპოვების ლიცენზიების გაცემის პროცესში, სანაცვლოდ კი ქრთამის სახით იღებდნენ სხვადასხვა ოდენობის თანხებს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში პაპუნა ხაჩიძესა და გიორგი ბაღათურიას 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
მათი დანაშაული გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის 1-ლი და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილებით..