საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე, ამავე უწყების სატყეო დეპარტამენტის უფროს პაპუნა ხაჩიძეს დაკავებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს.
როგორც მან "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მას კომენტარის გაკეთება ამ ეტაპზე არ შეუძლია.
გავრცელებული ინფორმაციით პაპუნა ხაჩიძეს ტენდერში გამარჯვების სანაცვლოდ ქრთამის აღებაში ედება ბრალი.