საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში სისხლის სამართლის კომიტეტის 11 წევრი ფარული კენჭისყრით აირჩიეს.
კომიტეტი შეისწავლის სისხლის სამართლის კანონმდებლობაში არსებულ პრობლემებს და შეიმუშავებს სათანადო რეკომენდაციებს. ჩაატარებს სამუშაოს სისხლის სამართლის სფეროში სასამართლო და საგამოძიებო პრაქტიკაში არსებული ხარვეზების გამოვლენისა და არსებული მდგომარეობის ანალიზის მიზნით. Gგანიხილავს და აღმასრულებელ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს კომიტეტში შემავალი კომისიების მიერ მიწოდებულ დასკვნებს. Aამზადებს მასალებს სისხლის სამართლის სფეროში მომუშავე ადვოკატთა მიერ სასამართლოში წარმოთქმული სიტყვებისა და სხვა ნამუშევრების ყოველდღიური კრებულის გამოსაცემად. Aამზადებს წერილებს, მიმართვებს და სხვა დოკუმენტებს სახელმწიფო დაწესებულებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში წარსადგენად. წახალისების მიზნით, გეგმავს და ატარებს პროფესიულ კონკურსებს სისხლის სამართლის ნომინაციებში საუკეთესო ადვოკატების გამოსავლენად.
Kკომიტეტი შედგება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 12 წევრისგან, რომელთაგან თერთმეტი წევრი აირჩევა ერთი წლის ვადით. სისხლის სამართლის კომიტეტს ყავს მუდმივმოქმედი თავმჯდომარე, რომელსაც ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო ნიშნავს აღმასრულებელი საბჭოს წევრთაგან.
ამჟამად კომიტეტს ხელმძღვანელობს ბატონი სოსო ბარათაშვილი.K
კომიტეტის სხდომები გაიმართება ორ კვირაში ერთხელ.