დღეს, 17 დეკემბერს, ფუძნდება ადვოკატთა პროფესიული განვითარების ცენტრი, რომლის მიზანია ადვოკატთა პროფესიული მომზადება, კვალიფიკაციის ამაღლება, მათი თეორიული ცოდნის გაღრმავება, პრაქტიკული მუშაობისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავება, ასევე ადვოკატების ინტეგრაცია იმ სოციალურ გარემოში, რომელშიც მათ უწევთ საქმიანობა.
დასახული მიზნის მისაღწევად ცენტრი ორგანიზებას გაუწევს ტრენინგების და სემინარების ჩატარებას, იურიდიული კლინიკების ორგანიზებას, სადაც ადვოკატები თეორიულ ცოდნის მიღებასთან ერთად პრაქტიკულ გადამზადებასაც გაივლიან.
ცენტრი მჭიდროდ ითანამშრომლებს პროფესიულ გაერთიანებებსა და მსგავსი დაწესებულებების სასწავლო ცენტრებთან ისევე როგორც სახელმწიფო და არასახელმწიფო სასწავლო დაწესებულებებთან, წამყვან სამართლის სკოლებთან.
ცენტრის საქმიანობის მიმართულებებს განსაზღვრავს, კოორდინაციას უწევს და მათ აღსრულებას ზედამხედველობს ცენტრის სამეურვეო საბჭო, რომელიც იქმნება 7 წევრის შემადგენლობით, რომელთა შორისაა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორიც.
ცენტრის სამეურვეო საბჭოში წარმოდგენილნი არიან როგორც სამართლის მეცნიერ- თეორეტიკოსები, ასევე პრაქტიკოსი იურისტები. ბატონები, ავთანდილ დემეტრაშვილი, როინ მიგრიაული, ზურაბ ძლიერიშვილი, ირაკლი ყანდაშვილი, და გიორგი ტურაზაშვილი.
"ადვოკატთა პროფესიული განვითარების ცენტრი" იქმნება ორგანიზაციის "საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის (GLIP)" ეგიდით, რომელსაც ადვოკატი დავით ასათიანი ხელმძღვანელობს.