შინაგან საქმეთა სამინისტრო ოზურგეთის რაიონის სოფელ თხინვალში მამა-შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ფოტოს აქვეყნებს.
ვანო მერაბიშვილის უწყების ინფორმაციით, დანაშაული 21 წლის დავით ქადეიშვილმა ჩაიდინა. შსს 10 ათასი ლარის ოდენობის ფულად ჯილდოსაც აწესებს იმ ადამიანისთვის, ვინც გამოძიებას ეჭვმიტანილის ადგილსამყოფელის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.
შეგახსენებთ, რომ მამა-შვილი ირაკლი და თედორე ხურციძეები ცივი იარაღით, წუხელ დახოცეს. დაჭრილები არიან ოჯახის რძალი და 10 თვის ბავშვი. ისინი ოზურგეთის საავადმყოფოში მკურნალობენ.