"ეროვნული საბჭო" კომპანია "სვაროვსკის" სასამართლოში უჩივის.
როგორც საბჭოს ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მიზეზი კომპანიის მიერ მაღაზიებზე ქართულენოვანი წარწერის განთავსებაზე უარის თქმაა.
"მაღაზიებზე ქართული წარწერების არარსებობა ერის უპატივცემულობა და აგდებული დამოკიდებულებაა. მიგვაჩნია, რომ ერთადერთი სასამართლოს გზა დაგვრჩა, რაც ამავდროულად ჩვენთვის ტესტი იქნება", - განაცხადა ძიძიგურმა, რომლის განმარტებითაც, მაღაზიაში ქართული წარწერის განთავსების თხოვნით მათ "სვაროვსკის" ხელმძღვანელობას წერილობით არაერთხელ მიმართეს, თუმცა პასუხი არც ერთხელ არ მიუღიათ.
"ეროვნული საბჭო" სარჩელს სასამართლოში მომავალი კვირას შეიტანს.