ოზურგეთის რაიონის სოფელ თხინვალში მამა-შვილი, ირაკლი და თედორე ხურციძეები მოკლეს.
დაჭრილები არიან ოჯახის რძალი და 10 თვის ბავშვი. ისინი ოზურგეთის საავადმყოფოში მოათავსეს.
ექიმების განცხადებით ამ ეტაპზე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ხურციძეების ოჯახს, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით დაესხნენ თავს.
ინციდენტზე მიმდინარეობს გამოძიება.
შემთხვევა წუხელ მოხდა.