ხვალ, 16 დეკემბერს, 12:00 საათზე, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები ქუთაისის მოსახლეობასთან ქალაქის ცენტრში, მერიის შენობასთან საინფორმაციო შეხვედრას გამართავენ.
აქციაში იუსტიციის სამინიტროს ყველა საჯარო სამსახური - საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტო, სამოქალაქო რეესტრის სააგენტო, აღსრულების ეროვნული ბიურო, ეროვნული არქივი, ნოტარიუსთა პალატა, საკანონმდებლო მაცნე, იუსტიციის სასწავლო ცენტრი მიიღებს მონაწილეობას.
აქციის მიზანი მოსახლეობის სხვადახვა სერვისების შესახებ ინფორმირებულობის ხარისხის გაზრდა და მოქალაქეთათვის მისი მიღების გაადვილებაა.
14:00 საათზე კი ჩოხატაურში (დუმბაძის ქ. 2) იუსტიციის სამინისტროს სერვისების ახალი ცენტრი გაიხსნება, თანამედროვე სტანარტების შენობაში მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, იუსტიციის სამინისტროში შემავალი ყველა მომსახურებით - საჯარო და სამოქალაქო რეესტრების, ეროვნული არქივის, აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისებით დაუბრკოლებლად და კომფოტულად ისარგებლონ.