შემოსავლების სამსახურის უფროსი ქუთაისის საგადასახადო სამსახურის თანამშრომლების დაკავების ფაქტს ეხმაურება. გიორგი ცხაკაიას განცხადებით, ყველა ვინც კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობს უნდა დისაჯოს.
"სახელმწიფომ ყველაფრი უნდა გააკეთოს, რომ მსგავსი ფაქტები აღარ მოხდეს.
ყველა სამართალდამცავი უწყება მუშაობს, რომ გამოავლინონ და დაისაჯონ ის ადამინები, რომელიც ჩართულები არიან კორუფციულ გარიგებებში", _ განაცხადა ცხაკაიამ და აღნიშნა, რომ უნდა შეიქმნას ისეთი სისტემა, რომლითაც ფიზიკურადაც შეუძლებელი ქრთამის კეთება.
მისივე თქმით, 2010 წელი არის პირველი წელი, როცა მებაჟეებმა თვითონ განახორციელეს ქრთამის შემთავაზებლის დაკავება. ცხაკაიას ინფორმაციით, მიმდინარე წელს 11 ასეთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი.