კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლები გელა მეშველიანი და გიორგი გიორგაძე დააკავეს.
როგორც კუდ-ის ხელმძღვანელის მოადგილე სოსო თოფურიძემ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ისინი მეწარმეთა 18 კაციანი ჯგუფისგან აღურიცხავი და კონტრაბანდული საქონლის რეალიზაციისთვის ქართამს ყოველდღიურად იღებდნენ.
მეშველიანისა და გიორგაძის გარდა დაკავებულები არიან ქრთამის მიცემაში ბრალდებული პირებიც. ესენია:Lგიორგი ბილისაშვილი, ჯემალ ტურაბელიძე, ზურაბ ტორაძე, იოსებ ნიკოლეიშვილი, ხვიჩა ფოფხაძე, ლარა სილაგავა, თენგიზ არბოლიშვილი, ლიანა სვანიძე, ავთანდილ შანიძე, ცუცა ელიაშვილი, ზაურ კუბლაშვილი,ნოდარ გუმბერიძე,მზია გოგლიჩიძე,ბადრი კოპალიანი,აბესალომ ტურაბელიძე, მარინა ქობალავა,მამუკა ვადაჭკორია,გოჩა ომანიძე.
"აღნიშნული მეწარმეები ქალაქ ქუთაისში ეწეოდნენ აღურიცხავი და კონტრაბანდული საქონლის რეალიზაციას. ისინი ამისთვის ყოველდღიურად უხდიდნენ ქრთამს საგადასახო ისნპექციის თანამშრომლებს, რომლებიც წინასწარ აწვდიდნენ მათ ინფორმაციას მოსალოდნელი საგადასახადო შემოწმების თაობაზე და ახორციელებდნენ მათ სამსახურეობრივ მფარველობას", - განმარტა თოფურიძემ.
დანაშაული თავისუფლების 15 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.