თბილისში უცნობმა პირებმა 29 წლის მამაკაცი დაჭრეს.
შემთხვევა ცოტნე დადიანის ქუჩაზე წუხელ მოხდა. ხვიჩა ცინდელანს ჭრილობა გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
ის ღუდუშაურის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმების განცხადებით, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
საქმეზე გამოძიება გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ დაიწყო.