"ქრისტიან-დემოკრატებმა" ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს სარჩელი შეიტანეს.
გიორგი თარგამაძის და მისი თანაგუნდელების გარდა, სარჩელს თბილისში მცხოვრები გია ლეკიშვილი აწერს ხელს. სწორედ ლეკიშვილის საცხოვრებელ სახლში მოეწერა ხელი კონსტიტუციურ სარჩელს 3 დღის წინ.
მოსარჩელეები კომუნალური გადასახადების საერთო ქვითარში გაერთიანებას აპროტესტებენ.
"როგორც საზოგადოებას დავპირდით, საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შევიტანეთ სარჩელი იმ ანტი-კონსტიტუციური გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რასაც ე. წ. გაერთიანებული კომუნალური ქვითარი ჰქვია. "ქრისტიან-დემოკრატებს" ხელთ გვაქვს ყველა მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. ჩვენ სიმართლის დასადგენად ბოლომდე ბრძოლას და მოქალაქეთა ინტერესების ყველა დონის სასამართლოში დაცვას ვაპირებთ", - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა სარჩელის შეტანის შემდეგ.