მალაიზიის სასამართლო დაკავებულ ქართველებთან დაკავშირებით საქმის არსებით განხილვას ქიმიური ექსპერტიზის პასუხის შემდეგ დაიწყებს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განუცხადა.
აღნიშნულის კონტექსტში, კალანდაძე განმარტავს, რომ დარეჯან კოხტაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესზე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება არ მოხდება.
როგორც ცნობილია, ბაბუცა გორდაძე და დარეჯან კოხტაშვილი მალაიზიაში 24 ოქტომბერს ნარკოტრაფიკის ბრალდებით დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ სიკვდილით დასჯა ემუქრებათ. რაც შეეხება ქიმიური ექსპერტიზის პასუხებს, ის იანვრის შუა რიცხვებისთვის გახდება ცნობილი.