შემოსავლების სამსახურმა ინდოელ ბიზნესმენს, რომელიც სტამბოლიდან თბილისში ჩამოფრინდა, აეროპორტში 78 000 ათასი ამერიკული დოლარი და 3 000 დოლარის ღირებულების 14 ბრილიანტი ჩამოართვა.
როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, აღნიშნულმა პიროვნებამ ქონების დეკლარირება არ მოახდინა, რაც საქართველოს კანონდმებლობას ეწინააღმდეგება.
როგორც ისინი განმარტავენ, საქართველოში 30 000 ათას ლარზე მეტი თანხის შემოტანის შემთხვევაში, ყველა პირი ვალდებულია ქონების დეკლარირება მოახდინოს შემოტანისას. ჩამორთმეული თანხა საქართველოს ბიუჯეტში გადაიგზავნება.