მალაიზიაში დაკავებული ნარკოტრაფიკის საქმეზე დაკავებული ბაბუცა გორდაძისა და დარეჯან კოხტაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
დაკავებულებს განაჩენსაც, სავარაუდოდ, დღეს გამოუტანენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ორ მოქალაქე ბაბუცა გორდაძე და დარეჯან კოხტაშვილი მალაიზიელმა სამართალდამცველებმა ოქტომბერში, ნარკოტრეფიკის ბრალდებით დააკავეს.
აღნიშნული დანაშაული ადგილობრივი კანონმდებლობით სიკვდილით ისჯება.
საქმეში გადამწვეტი ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა იქნება, რის შედეგადაც დადგინდება, იცოდნენ თუ არა საქართველოს მოქალაქეებმა, რომ მალაიზიაში სურათების ნაცვლად ნარკოტიკული საშუალება გადაჰქონდათ.
დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და ამტკიცებენ, რომ ნარკოკარტერის სქემას ემსხვერპლნენ.