რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა პეტერბურგში ყინულის სასახლეში როიალზე დაუკრა "ს ჩეგო ნაჩინაეტსა როდინა" და შემდეგ შეასრულა სუმღერა ინგლისურ ენაზე და ბოლოს კვლავ დაუბრუნდა "ს ჩეგო ნაჩინაეტსა როდინა"-ს.
კონცერტი საქველმოქმედო იყო და იგი ონკოლოგიური და ოფთალმოლოგიური დაავადებების მქონე რუსეთის ბავშვებს ეძღვნებოდა.
კონცერტის მსვლელობისას, პუტინმა თანხმობა განაცხადა ემღერა, თუმცა მანამდე გააფრთხილა მაყურებლები, რომ როგორც ადამიანთა უმრავლესობამ არ იცის სიმღერა და როიალზე დაკვრა, თუმცა ამის გაკეთება უყვარს.
საღამოს დასასრულს მან ასევე მიიღო მონაწილეობა სიმღერა "ტრავა უ დომას" ჯგუფურ შესრულებაში.
პეტერბურგში გამართულ აღნიშნულ კონცერტში მონაწილეობდნენ: შარონ სტოუნი, კევინ კოსტნერი, მონიკა ბელუჩი, ვენსან კასსელი, გოლდი ჰოუნი, პოლ ანკა, მიკი რურკი, ალენ დელონი, ორნელა მოუტი და ჟერარ დეპარდიე.