ფოთში კამბოჯის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავეს. ხომალდის "ვოლგა 1"-ის ეკიპაჟმა შავ ზღვაში ჰიდრავლიკური ზეთი ჩაღვარა. გარემოს დაცვის ინსპექციის გადაწყვეტილებით, გემის უკრაინელმა კაპიტანმა ჯარიმის სახით 65 ათასი ლარი უნდა გადაიხადოს, სხვა შემთხვევაში ის საქართველოს სანაპირო ზოლს ვერ დატოვებს.
ამ წუთებში ხომალდი ფოთის მე-4 ნავმისადგომზეა გაჩერებული.