ე.წ მატრასოვის ქალთა დაწესებულების გაყიდვა არ იგეგმება.
ამის შესახებ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ პარლამენტის ადამიანთა უფლებათა დაცვის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მინისტრი გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატის დიმიტრი ლორთქიფანიძის გამოსვლას, რომელიც დაინტერესდა ე.წ მატრასოვის დაწესებულების კაპიტალური შენობიდან განსასჯელები რატომ გადაიყვანეს გლდანის საგამოძიებო იზოლატორში.
აღნიშნულთან დაკავშირებით, კალმახელიძემ დაწესებულების შესაძლო გაყიდვის შესახებ ინფორმაცია კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ განსასჯელების აღნიშნულ დაწესებულებაში დატოვება მიზანშეწონლი არ იყო, თუმცა არ დაუკონკრეტების მიზეზები.
"ე.წ მატრასოვის ტერიტორიის გამოყენება მოხდება დაწესებულების პირობების გაუმჯობესების მიზნით", - აღნიშნა კალმახელიძემ.