მანამ, ვიდრე რუსეთის პრეზიდენტი ევროკავშირის სამიტზე იმყოფებოდა, მისმა მეუღლემ სვეტლანამ "ტურისტული ვიზიტით" ქალაქი ბრიუგე მოინახულა. აღნიშნული ვიზიტის შემდეგ ბელგიური პრესა აღშფოთებას ვერ მალავდა და აცხადებდა, რომ რუსეთის პირველმა ლედიმ ერთ დღეში ქალაქი ბრიუგე თავდაყირა დააყენა და წლების განმავლობაში ყველაზე დიდი უხერხულობა შექმნა".
"თავდაპირველად მედვედევას ვიზიტი ადგილობრივი ხელისუფლებებისათვის ძალიან ცუდად დაიწყო", _ წერს "De Standaard"-ი. მას რატუშაში ელოდნენ იმისათვის, რათა მერს პატრიკ მენარტს შეხვედროდა, თუმცა სვეტლანა მედვედევამ ამ შეხვედრაზე ორი საათით დაგვიანა.
"მეტიც, რუსული დელეგაციისგან დაგვიანების მიზეზად რატუშაში შეურაცხმყოფელი ახსნა-განმარტებები გაისმა: სვეტლანა მედვედევას ჯერ უნდა დაესვენა, შემდეგ კი ესადილა", _ წერს გამოცემა და აგრძელებს - "მოგვიანებით მერთან ურთიერთობებისას რუსეთის პირველმა ლედიმ უკიდურესი არადიპლომატიურობა და უზრდელობაც კი გამოავლინა. მაშინ როდესაც მერმა მას 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიოს ჩემპიონატის რუსეთში ჩატარების უფლების მოპოვება მიულოცა, მედვედევამ განაცხადა "გამარჯვებული იღებს ყველაფერს". ეს განსაკუთრებით უტაქტოდ ჟღერდა იმის ფონზე, რომ ბელგია იყო ერთ ერთი ქვეყანა, რომელიც რუსეთს ამ მარათონში უპირისპირდებოდა".
ამას გარდა, გავრცელებული ინფორმაციით, სვეტლანა მედვედევა დაჟინებითა და დაუყოვნებლივ მოითხოვდა, შესულიყო ამ ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ღირშესანიშნაობაში, წმინდა საფარველის სამრეკლოში, სწორედ შუაღამის დადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე, იმისათვის რათა სადღესასწაულო ცეცხლი ენახა. წერს ახალი ამბების სააგენტო "Kw.be " და დასძენს, რომ ეს ჯერ კიდევ არ იყო მისი საქციელით ყველაზე სერიოზულად შეშფოთების საბაბი.
"ღოცოცო"-ს მაქმანების მაღაზიაში მედვედევა დაჟინებით მოითხოვდა მისთვის მიეყიდათ შარფი, რომელიც ვიტრინაში იყო. მაღაზიის მეპატრონე მას დიდი დროის განმავლობაში უხსნიდა, რომ ეს შარფი არ იყიდებოდა, ვინაიდან ეს იყო XVIII საუკუნის ექსკლუზიური მაქმანი და უნიკალური და ფასდაუდებელი მასალა. "ამის გაყიდვა გამორიცხულია", _ განუცხადა მაღაზიის მეპატრონემ მედვედევას.
"მედვედევას შემდეგი მსხვერპლი" ბრიუგეში არსებული შოკოლადის მუზეუმი "ჩჰოცო-შტორყ" გახდა", _ წერს ბელგიური მედია. როგორც ირკვევა ქალაქის მერმა და მუზეუმის პერსონალმა რუსეთის პირველი ლედის ლოდინში მრავალი საათი გაატარა. მათი გაკვირვება მედვედევას პირადი დაცვის წევრთა სიმრავლემაც გამოიწვია. მედვედევამ მუზეუმში მხოლოდ ჯინი და შოკოლადის საცხი შეიძინა და მუზეუმში რუსული შოკოლადი დატოვა.
მედვედევას კაპრიზების რიგში ამის შემდეგ ბელგიური რესტორნები აღმოჩნდნენ - "მედვედევა რესტორანში მისთვის სპეციალურად შეკვეთილ მაგიდაზე არ გამოცხადდა, თან ისე, რომ ამის შესახებ არავინ გაფრთხილა და რესტორანი თავისი შეხედულებისამებრ შეარჩია - თუმცა, მის მიერ არჩეული რესტორნის პერსონალსაც კარგი დღე ნამდვილად არ ადგა - მათ მედვედევამ მენიუ მაგიდასთან 6-7 ჯერ მიატანინა. მედვედევა ცვლიდა შეკვეთებს მათი მომზადების პროცესში, ხანდახან კი მას შემდეგ რაც მას შეკვეთას უკვე მაგიდასთან მიუტანდნენ. მისი დაცვა კი პრეტენზიას გამოთქვამდა იმასთან დაკავშირებით, რომ პირსახოცები საპირფარეშოში წესრიგში არ არის. მსგავსი შენიშვნა რესტორნის ადმინისტრაციას თავისი მისამართით არასოდეს გაუგონია", _ წერს ბელგიური მედია.
საღამოს რუსეთის პრეზიდენტის მეუღლე ბრიუსელში "Hilton Hotel"-შ დაბრუნდა და ქალაქმა ბრიუგემ შვებით ამოისუნთქა.