კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ღონისძიების შედეგად დააკავეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტანდარტების დეპარტამენტის დირექტორი ალექსანდრე ბოროხოვიჩი.
მან მეწარმეს საქართველოში წარმოებული საკვები პროდუქტის სტანდარტის რეგისტრაციაში გატარების სანაცვლოდ ქრთამის სახით გამოსძალა 500 ლარი.
დანაშაული ითვალისწინებს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. სისხლის სამართლის საქმეს იძიებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი.
მასალის გამოყენების პირობები