მზად ვართ ქართული ეკლესიის მიერ აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხის შესახებ დიალოგი დავიწყოთ. აცხადებს სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. ეპარქიის ხელმძღვანელი ბესარიონ აპლია და დასძენს, რომ დიალოგის დაწყება აფხაზურ და ქართულ ეკლესიებს შორის შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ რაც აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობა იქნება აღიარებული.
"ქართველი სასულიერო პირების მიერ აფხაზეთის მონახულების მთავარი ხელისშემშლელი მიზეზი არის საქართველოს ეკლესიის სურვილის არქონა აღიაროს აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალია", _ განაცხადა აპლიამ რუსულ მედიასთან საუბარში და აღნიშნა, რომ ქართულმა მედიამ მისი სიტყვების ინტერპრეტირება არასწორად მოახდინა მაშინ როდესაც "აფხაზ და ქართველ სასულიერო პირთა შორის ურთიერთობების დარეგულირებაზე" საუბრობდა.
"ჩვენის მხრივ მზად ვართ ქართული ეკლესიის მიერ აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხის შესახებ მოლაპარაკებები დავიწყოთ", _ განაცხადა აპლია.
მასალის გამოყენების პირობები