უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ქვეყნის მთავრობაში საკადრო ცვლილებები განახორციელა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტს პრესსამსახური ავრცელებს. იანუკოვიჩის განკარგულების მიხედვით უკრაინის პირველ ვიცე-პრემიერ მინისტრად, ვაჭრობისა და ეკონომიკური განვითარების მინისტრად ანდრეი კლიუევი დაინიშნა.
ამავე განკარგულების მიხედვით, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში იქნება სამი ვიცე-პრემიერი, რომლებიც ასევე სამინისტროების ხელმძღვანელები იქნებიან.
ვიცე-პრემიერ მინისტრად ასევე დანიშნულია სერგეი ტიგიპკო, რომელიც სოციალური პოლიტიკის მინისტრი იქნება. ვიცე-პრემიერ მინისტრად ასევე დაინიშნა ვიქტორ ტიხონოვი რომელიც ასევე რეგიონალური განვითარებისა და მშენებლობის მინისტრი იქნება. ვიცე-პრემიერ მინისტრად ასევე დაინიშნა ბორის კოლესნიკოვი რომელიც ასევე იქნება ინფრასტრუქტურის მინისტრი.
ამას გარდა, იანუკოვიჩის განკარგულების მიხედვით, ენერგეტიკისა და ქვანახშირის მრეწველობის მინისტრად იური ბოიკო დაინიშნა. დიმიტრი ტაბაჩნიკი განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრად. ნიკოლაი ზლოჩევსკი - ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი იქნება. საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ვიქტორ ბალოგა უხელმძღვანელებს. აგრონომიის სამინისტროს ნიკოლაი პრისიაჟნიუკი კულტურის სამინისტროს კი მიხაილ კულინაკი.