აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების გეგმებს მხარდაჭერას უცხადებს. "მჯერა, რომ რუსეთის გახდება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი. ჩვენის მხრიდან კი ამის განსახორციელებლად ძალისხმევის მაქსიმუმს გამოვიყენებთ", _ განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ექსპორტის საკითხებში თავის მრჩევლებთან შეხვედრის დროს.
"რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანება მომგებიანი იქნება როგორც თავად ამ ქვეყნისათვის, ისე ჩვენთვის და მთელი მსოფლიოს ეკონომიკისათვის", _ განაცხადა ობამამ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაცია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებას 2011 წლის ბოლოსათვის გეგმავს.