საქართველოში განხორციელებულ ტერაქტებში რუსული კვალის არსებობის საბოლოოდ დასადასტურებლად ექსპერტიზაც ჩატარდება.
ამის შესახებ საქართველოს შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა "ეხო მოსკვისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალიტს მატვეი განაპოლსკისთან მერაბიშვილმა ქართველი სამართალდამცველების მიერ ჩატარებულ სპეცოპერაცია "ენვერ"-სა და რუსეთის
მიერ საქართველოში დაგეგმილი ტერორისტული აქტების შესახებ ისაუბრა.
"იმაზე ფიქრისთვის, რომ ტერორისტული აქტების დამკვეთი რუსეთია რამდენიმე ინფორმაცია გაგვაჩნია, ეს თავად ეჭმიტანილების ჩვენებაა, რომელიც, რასაკვირველია, უნდა გადამოწმდეს. ასევე სატელეფონო საუბრები, რომლითაც ირკვევა, რომ ეჭვმიტანილები ყოველი აფეთქების შემდეგ ერთსა და იმავე - რუსულ სატელეფონო კომპანიაში რეგისტრირებულ ნომერზე რეკავდნენ. მეტიც, ის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილებაა", - აცხადებს ვანო მერაბიშვილი.
მისივე განმარტებით, "მტკიცებულებების მიუხედავად, საბოლოოდ დადასტურებული პასუხი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი".
შეგახსენებთ, რომ სექტემბერ-ნოემბერში საქართველოში რამდენიმე აფეთქება მოხდა, რომელშიც ეჭვმიტანილი 6 პირი ქართველმა სამართალდამცველებმა რამდენიმე დღის დააკავეს, 2 მათგანზე კი ძებნა გამოაცხადეს.
საქართველოს შსს-ის ინფორმაციით, ტერორისტულ აქტებში ეჭვმიტანილები შესაბამის დავალებას რუსი მაიორის, ევგენი ბორისოვისგან იღებდნენ.