დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე 12 საკითხის განხილვა იგეგმება, რომელიც ოსური მხარის ინფორმაციით, ყველა მხარესთან შეთანხმებულია.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის, რუსეთის წარმომადგენლები, ასევე ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარე ეუთოს მხრიდან ბოლატ ნურგალიევი და საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი ჰანს იორგ ჰაბერი.
შეგახსენებთ, რომ ოსმა სეპარატისტებმა ერთი წლის წინ ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარი თქვეს. ამ პროცესის განახლების შესახებ გადაწყვეტილება კი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკეთა მე-13 რაუნდზე მიიღეს. ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის ბოლო შეხვედრა 2010 წლის 28 ოქტომბერს გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები