ხვალ, 10 დეკემბერს, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ასეული ავღანეთიდან ბრუნდება. ქართველ სამხედროებს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნიკოლოზ ძიმცეიშვილი და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ -მაიორი დევი ჭანკოტაძე დახვდებიან.
მესამე ქვეითი ბრიგადის სამშვიდობო ასეულის სამხედრო მოსამსახურეები ნატო-ს ეგიდით წარმოებულ ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების საერთაშორისო ძალები) ოპერაციაში ფრანგული კონტინგენტის შემადგენლობაში იღებდნენ მონაწილეობას.