დღეს, დაახლოებით 16:00 საათზე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითში სატვირთო ავტომანქანამ, რომელსაც თურქი ეროვნების მძღოლი მართავდა, ადგილობრივი მცხოვრები კახა ქორიძე გაიტანა.
შემთხვევის ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა ახალგაზრდა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ავარიის ადგილზე ამ წუთამდე მუშაობს საპატრულო სამსახურის გურიის განყოფილება.
კახა ქორიძეს ცოლ-შვილი დარჩა. შემთხვევა მისი სახლის წინ მოხდა.