უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა.
შემდეგ ეტაპზე სათამაშოდ 8 ჯგუფში პირველ-მეორე ადგილოსნები გავიდნენ. შემდეგ ეტაპზე ლონდონის "ტოტენჰემი", მილანის "ინტერი", გელზენკირხენის "შალკე", "ლიონი", "მანჩესტერი", "ვალენსია", "ბარსელონა", "კოპენჰაგენი", მიუნხენის "ბაიერნი", "რომა", ლონდონის "ჩელსი", "მარსელი", მადრიდის "რეალი", "მილანი", დონეცკის "შახტარი" და ლონდონის "არსენალი" გავიდნენ.
ბოლო ტურში გამორჩეული მოვლენა "რეალის" თავდასხმელ ქარიმ ბენზემას ჰეთ-თრიკი გახდა. ასევე "ბარსელონის" მიერ ყაზანის "რუბინის" დამარცხება.
მესამე ადგილებზე და შესაბამისად ევროპის თასზე შემდეგი გუნდები გადავიდნენ: "ტვენტე", ლისაბონის "ბენფიკა", გლაზგოს "რეინჯერსი", ყაზანის "რუბინი", "ბაზელი", მოსკოვის "სპარტაკი", ამსტერდამის "აიაქსი" და "ბრაგა".
ჯგუფურ ეტაპზე სერიოზული სენსაცია არ დაფიქსირებულა. ცოტაოდენ სენსაციად შეიძლება ჩაითვალოს "ინტერისა" და "არსენალის" ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლა.
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ინგლისის 4, იტალიისა და ესპანეთის 3-3, გერმანიისა და საფრანგეთის 2-2, ხოლო უკრაინისა და დანიის თითო კლუბები იასპარეზებენ. ფლეი ოფის პირველი რაუნდის კენჭისყრა 17 დეკემბერს ნიონში ჩატარდება. მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩები 15 და 23 თებერვალს, ხოლო განმეორებითი შეხვედრები 8 და 16 მარტს გაიმართება.