ბათუმის შემდეგ ფეშენებელური "იუსტიციის სახლი" თბილისშიც აშენდება.
პროექტის განხორციელებით იუსტიციის სამინისტრო შეეცდება იურიდიულ თუ ფიზიკური პირებს კომპლექსური მომსახურება გაუწიოს. მთავრობაში ამბობენ, რომ თბილისში "იუსტიციის სახლის" არსებობა სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის სახეს ატარებს.
პროექტის დროულად განხორციელებისათვის, მთავრობამ გადაწყვიტა, რომ საკონსულტაციო-საზედამხედველო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა გამარტივებული წესით განხორციელდეს.