შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა, პოლიციის მაიორმა სოსო გოგინაშვილმა მის წარმოებაში არსებული გამოსახლების პროცესის დაჩქარებაში დახმარების სანაცვლოდ მოქალაქისგან ქრთამის სახით 500 აშშ დოლარი აიღო.
დაკავებული პოლიციელი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით მიმდინარეობს.
აღნიშნული დანაშაული მოქმედი კანონმდებლობით თავისუფლების 6-დან 9 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.