ესპანეთის სასამართლომ ზაქარია კალაშოვის საქართველოში ექსტრადირების გადაწყვეტილება მიიღო და დაამტკიცა. უცხოური მედიის ინფორმაციით, კალაშოვის საქართველოში ექსტრადირება საქართველოს პრეზიდენტისა და ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პირისპირ შეხვედრის შემდეგ გადაწყდა.
კალაშოვმა ესპანეთში პირობით პატიმრობაში 4 წელი გაატარა. 2006 წელს ესპანეთის პოლიციამ `ფულის გათეთრების` ბრალდებით არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავა.
ე.წ. "კანონიერი ქურდის" მეტსახელად `შაქრო მალადოის` თბილისში 18-წლიანი პატიმრობა ემუქრება.