არ მინდა, ამ ქვეყანაში ე.წ. ლინჩის წესი მოქმედებდეს, გამოდის, რომ ეს ადამიანი სასიკვდილოდ არის გამეტებული, ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე განაცხადა.
"განსაკუთრებით, რაც ის [მიხეილ სააკაშვილი] კლინიკა ვივამედში გადაიყვანეს, ყოველ შესვლაზე მხვდება ნაკლები და ნაკლები ადამიანი, განსაკუთებით, ბოლოს, სინოდის სხდომის დღეს [14 თებერვალი] რომ ვიყავი შესული - მე ეს ადამიანი ასეთი არ მინახავს. ვფიქრობ, რომ ეს სწორი დამოკიდებულება არ არის. იმიტომ, რომ ნებისმიერი დამნაშავე აუცილებლად უნდა გასამართლდეს. ზოგადად, ჩემო მოქალაქეობრივი დამოკიდებულება ასეთია. ასევე, მე ვფიქრობ, რომ არ მინდა, ამ ქვეყანაში ე.წ. ლინჩის წესი მოქმედებდეს, გამოდის, რომ ეს ადამიანი სასიკვდილოდ არის გამეტებული. თუ ასე გაგრძელდა, ის აუცილებლად მოკვდება", - თქვა მეიფგე ნიკოლოზმა.