"დევნილების დაბრუნება ჟენევის დისკუსიების საკვანძო ელემენტია", - აცხადებს ცხინვალში მყოფმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარე ევროკავშირის მხრიდან პიერ მორელი.
"მზად ვართ ვიმუშაოთ, რათა ადამიანების ცხოვრება უსაფრთხოების თვალსაზრისით გავაუმჯობესოთ. მივესალმებით იმას, რომ სამხრეთ ოსეთის მხარემ განაახლა მონაწილეობა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების სამუშაო ჯგუფების შეხვედრებში. ამას გარდა კი - დევნილების დაბრუნება ჟენევის დისკუსიების საკვანძო ელემენტია", _ განაცხადა მან და აღნიშნა, რომ ჟენევის მოლაპარაკებათა მე-14 რაუნდი ძალიან დატვირთული იქნება.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები პიერ მორელი (ევროკავშირი) ანტი ტურუნენი (გაერო) და ბულატ ნურგალიევი (ეუთო) ცხინვალში იმყოფებიან. ჟენევის მოლაპარაკებათა მე-14 რაუნდი კი 16 დეკემბერს უნდა გაიმართოს.